ავტორი:

"ერთმა პატიმარმა ქალმა მითხრა, იცი, ელენე ხოშტარია ჯოხით დადის და ძლივს გადაადგილდებაო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ერთმა პატიმარმა ქალმა მითხრა, იცი, ელენე ხოშტარია ჯოხით დადის და ძლივს გადაადგილდებაო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

  • ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოსტს აქვეყნებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ცოტა ხნის წინ, ერთმა პატიმარმა ქალმა მითხრა, “იცი , ელენე ხოშტარია ჯოხით დადის და ძლივს გადაადგილდება”. არ დავწერე, ჩავთვალე რომ ძალიან პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც შეიძლებოდა ელენეს მშობლებს არ სცოდნოდათ. მივწერე და მადლობა მომწერა რომ არაფერი ვთქვი.დღეს ვრცელდება ეს განცხადება.

4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. ყოველი ვიზიტის დროს, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს.

ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

წაიკითხეთ ასევე: