"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ჭადრაკის ქართველ ლეგენდასთან, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ჩანს, ივანიშვილი მას სტუმრობდა და მეგობრული თამაშიც გაიმართა.
“მეგობრული თამაში ცოცხალ ლეგენდასთან, ნონა გაფრინდაშვილთან,“ - წერს ცოტნე ივანიშვილი.


ფოტოებს ცოტნე ივანიშვილის გამომწერებიც ეხმაურებიან:
“წარმომიდგენია რა ბედნიერი ხარ ლეგენდასთან თამაშით... ამ დღეს ვერასოდეს დაივიწყებ...“ - წერენ მას მეგობრები.