ავტორი:

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს, გიგა საზუაშვილსა და ედუარდ ათაბეიკანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-10 000 ლარის ოდენობით გირაოას.

ცნობისთვის, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 პირი, მათ შორის, ნიკა ქარელაშვილი დაიჭრა. ორი მათგანი, გიორგი ველიჯანაშვილი და კიდევ ერთი პირი, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილს, ის შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც მე-7 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 15 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.