ავტორი:

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა - რა ტერიტორიებს მოიცავს და რამდენ ჰექტარს შეადგენს ეგრისის ეროვნული პარკი?

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა - რა ტერიტორიებს მოიცავს და რამდენ ჰექტარს შეადგენს ეგრისის ეროვნული პარკი?

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს და მისი ფართობი 37 074 ჰექტარს შეადგენს.

"ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ტერიტორიაზე შემორჩენილია უძველესი მცენარეული საფარი, რომელსაც "კოლხური ფლორა“ ეწოდება. აქ გვხვდება ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობებიც, რომლებიც მხოლოდ სამეგრელოშია გავრცელებული.

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ასევე რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გააგრძელეთ კითხვა