ავტორი:

"უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა YouTube ახრ PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ხდება დრონების მეშვეობით ყირიმის იზოლაცია. და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძული გახდება. და ამან შესაძლოა ძალიან მოულოდნელი შედეგები მოიტანოს რუსებისთვის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია,” - განაცხადა ფედოროვმა.

მან აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინამ Middle Strike დრონები შეიძინა, რომლებითაც რეგულარულად ახორციელებს აზოვის რეგიონში დარტყმებს, 300%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის განმავლობაში.

“იმას, რაც მაშინ გავაკეთეთ, ახლა მოაქვს შედეგები… ლოგისტიკური ლოკდაუნის შესახებ გამოვაცხადეთ. ეს დამატებითი პირდაპირი საშუალებებია ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. ჩვენ, როდესაც ასობით ათასი Middle Strike დრონის შესყიდვას ვახორციელებთ, პარალელურად საშუალებებს ვაძლევთ ქვედანაყოფებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად გამოყენება და შესყიდვა.

ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია. და ჩვენ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გვაქვს. ლოგისტიკა იჭრება, ყირიმი იზოლირებული ხდება. და ეს აღმოსავლეთზე აისახება. პირდაპირი კორელაცია არსებობს იმას შორის, თუ რამდენად ძლიერ დარტყმებს ვახორციელებთ ლოგისტიკაზე, და იმას შორის, თუ რამდენი საშტურმო ქმედება ხორციელდება პირველ ხაზზე,” - განაცხადა ფედოროვმა.