ავტორი:

შემზარავი კადრები ტეხასიდან: კერძო თვითმფრინავი ავარიულად ავტომაგისტრალზე დაეშვა და მანქანას შეეჯახა - არის მსხვერპლი

შემზარავი კადრები ტეხასიდან: კერძო თვითმფრინავი ავარიულად ავტომაგისტრალზე დაეშვა და მანქანას შეეჯახა - არის მსხვერპლი

კატასტროფა აშშ-მექსიკის საზღვართან, მე-20 წრიულ მაგისტრალზე (Loop 20) ქალაქ ლარედოში, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე აეროპორტის საჰაერო მართვის კოშკურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მასთან კავშირი გაწყდა. ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი სონდერსის დასახლებასთან ახლოს ავარიულად დაეშვა.

ინციდენტის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს გადაბრუნებული თვითმფრინავი, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული, თვითმხილველებიდან ორი მამაკაცი კი პილოტის კაბინის მინის ჩამტვრევასა და კარის გაღებას ცდილობს.

პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავი ტრასაზე დაენარცხა და მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტა, ნამსხვრევები კი რამდენიმე ზოლზე გაიფანტა. საფრენი აპარატის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო