ავტორი:

არნოლდ შვარცენეგერი ავსტრიის მსოფლიო სამიტზე საყვარელ ქალთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მასზე ბევრად უმცროსია - სამედიცინო კაბინეტში დაწყებული სიყვარულის ისტორია

არნოლდ შვარცენეგერი ავსტრიის მსოფლიო სამიტზე საყვარელ ქალთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მასზე ბევრად უმცროსია - სამედიცინო კაბინეტში დაწყებული სიყვარულის ისტორია

ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება თავის პარტნიორ, ჰეზერ მილიგანთან ერთად, რომელსაც უკვე 14 წელია ხვდება. თუმცა, 78 წლის “ტერმინატორის“ ვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა ამჯერად ჩვეულებას უღალატა და ვენაში, ავსტრიის მსოფლიო სამიტზე (Austrian World Summit), თავის 51 წლის მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა.

წყვილის გვერდით აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მილიგანმა კინოვარსკვლავთან ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში წარმატებით მოახერხა ყურადღების ცენტრში მოხვედრისთვის თავის არიდება, ამჯერად პროფესიით ფიზიოთერაპევტი, რომელიც პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფებთან თავისი რჩეულის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისი ეკოლოგიური პროექტისთვის , “შვარცენეგერის კლიმატური ინიციატივა“ (Schwarzenegger Climate Initiative).

  • როგორ დაიწყო მათი ისტორია?

შვარცენეგერისა და მილიგანის ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო და მას საფუძვლად სამედიცინო კონსულტაცია დაედო. როდესაც მსახიობი სილვესტერ სტალონესთან ერთად 2013 წლის მძაფრსიუჟეტიან ტრილერში “გაქცევის გეგმა“ (Escape Plan) გადასაღებად ემზადებოდა, მას მხრის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ფიზიოთერაპევტის დახმარება დასჭირდა და ჰეზერ მილიგანს მიმართა, რომელსაც ელიტარული კლასის სპორტული ფიზიოთერაპევტის რეპუტაცია ჰქონდა.

სარეაბილიტაციო კურსის განმავლობაში მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიულ ჩარჩოებში ჯდებოდა, თუმცა, მკურნალობისა და გადაღებების დასრულების შემდეგ, მსახიობმა თერაპევტი მადლობის ნიშნად პაემანზე დაპატიჟა.

წყვილი კამერებისგან შორს ცხოვრებას ამჯობინებს, მსახიობს არაერთხელ გამოუხატავს აღტაცება თავისი პარტნიორით. 2023 წელს, გამოცემა “People“ -თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გიჟდება მილიგანის დამოუკიდებლობაზე.

“აღფრთოვანებული ვარ მისით. ძალიან მომწონს, რომ თავისი საქმით არის დაკავებული. ის სრულიად დამოუკიდებელი და საოცრად მიზანდასახულია, ჰეზერ მილიგანი მხოლოდ ჩემი მეგობარი ქალი კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ფიზიოთერაპევტია", - განაცხადა იმჟამად შვარცენეგერმა.

წყარო