ავტორი:

დონალდ ტრამპი პუტინზე და ზელენსკიზე - "ორივეს სურს ომის დასრულება, უბრალოდ არ იციან, როგორ"

დონალდ ტრამპი პუტინზე და ზელენსკიზე - "ორივეს სურს ომის დასრულება, უბრალოდ არ იციან, როგორ"

პუტინსა და ზელენსკის ომის დასრულება სურთ, მაგრამ არ იციან როგორ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან და ამის შემდეგ მალევე პირადად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს “დიდი შვიდეულის” ფარგლებში.

“ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენკისთან. ვფიქრობ, ორივეს სურს ამის გაკეთება. უბრალოდ არ იციან როგორ გააკეთონ ეს. სურთ, მაგრამ უბრალოდ არ იციან როგორ”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აქამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ იჩენს, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კერნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოზიცია “უფრო რეალისტური” ხდება.