ავტორი:

“სოფელ მაღაროსკართან ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - გზების დეპარტამენტი

“სოფელ მაღაროსკართან ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - გზების დეპარტამენტი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.