უამინდობამ პანკისის ხეობაში წუხელ ღამის საათებში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ხალაწნის ხევის ადიდება გამოიწვია.
დატბორილია სოფელ ხალაწანში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ღამით დაახლოებით ათი საათიდან დაიწყო წყალმა მოვარდნა. ეზოებში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო წყლის დონე. მოვასწარით და ჩვენც და შინაური ცხოველებიც უსაფრთხო ადგილს შევაფარეთ, თორემ რა იქნებოდა, არ ვიცით. საბედნიეროდ წვიმაც დროულად შეწყდა. ძირითადად სიმინდი, კარტოფილი და ბოსტნეული დაგვეტბორა”,- ამბობენ ადგილობრივები
ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ იკლო.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ცოტა ხანში ადგილზე მუშაობას დაიწყებს შესაბამისი ტექნიკა და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.