რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან მჭიდროდ დაკავშირებული არხის, Baza Telegram-ის ცნობით, უკრაინაში ტყვედ ჩავარდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის შვილთაშვილი.
“45 წლის ანტონი გასულ შემოდგომაზე ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში, როგორც გამნაღმველი გაემგზავრა. როგორც მისმა დედამ, ირინა კუზნეცოვამ, ჩვენს რედაქციას განუცხადა, რამდენიმე თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხერსონის ოლქში, ტყვედ იმყოფებოდა,“ - წერს Baza.
ანტონ მილაევის ბაბუა იყო ევგენი მილაევი, საბჭოთა მსახიობი და საბჭოთა ლიდერის - ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილის, გალინა ბრეჟნევას პირველი ქმარი. Baza -ს ინფორმაციით, ბრეჟნევმა ანტონ მილაევი საკუთარი შვილიშვილივით გაზარდა.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?23" data-telegram-post="bazabazon/46863" data-width="100%"></script>