ავტორი:

"ილიასთან ვიყავი, კარგადაა... მან მითხრა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით..." - რას ჰყვება ილია თოფურიას მეგობარი

"ილიასთან ვიყავი, კარგადაა... მან მითხრა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით..." - რას ჰყვება ილია თოფურიას მეგობარი

ესპანელი ტელეწამყვანი, პაბლო მოტოსი, რომელიც UFC-ის ქართველის მებრძოლის, ილია თოფურიას ახლო მეგობარია, ახალ ინფორმაციას აქვეყნებს თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც მოტოსი ამბობს, მან ილია მოინახულა.

მისი თქმით, დაზიანების სიმძიმის მიუხედავად, მებრძოლი კარგ ხასიათზეა და უკვე მომავლის გეგმებს აწყობს.

"მე ილია თოფურიასთან ვიყავი და კარგადაა. სერიოზული დაზიანებები აქვს, თვალბუდის და ცხვირის მოტეხილობები, როდესაც თვალბუდის მოტეხილობა გაქვს, მხედველობას მთლიანად კარგავ. ის ძლიერ შეშუპებულია", - თქვა ტელეწამყვანმა.

  • როგორც მან აღნიშნა, თოფურია ინარჩუნებმს მისთვის დამახასიათებელ ოპტიმიზმსა და იუმორს.

"ის ხუმრობდა. ვსაუბრობდით იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ამ ზაფხულს და შემდეგ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც ძალიან მომეწონა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით". ის უკვე შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს", - ამბობს მოტოსი.

ცნობისთვის, ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა და მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ეს თოფურიასთვის კარიერაში პირველი მარცხია.