“ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.
ტუსკის თქმით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ.
ცნობისთვის, საქმე რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის, 44 წლის მამაკაცის მკვლელობას ეხება.
რუს მხატვარს და სატირიკოსს, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა.
იხილეთ ასევე: