ავტორი:

"მწვრთნელს მისი მოედნიდან გაყვანის ეშინია... ნაკრებს გოლები სჭირდება და არა რონალდუ" - ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი ქრება? - კრიშტიანუ რონალდუს "ბოლო სიმღერა"

"მწვრთნელს მისი მოედნიდან გაყვანის ეშინია... ნაკრებს გოლები სჭირდება და არა რონალდუ" - ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავი ქრება? - კრიშტიანუ რონალდუს "ბოლო სიმღერა"

გასულ სამშაბათს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთის სამმა უდიდესმა სუპერვარსკვლავმა გაანათა. კილიან მბაპე სენეგალის კარში გატანილი ორი გოლით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნორვეგიელმა ერლინგ ჰალანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ორი გოლით აღნიშნა - მან ერაყთან შეასრულა დუბლი.

  • ხოლო ლიონელ მესიმ ალჟირის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირების სიაში გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა და ამ დროისთვის, კლოზესთან ერთად, პირველ ადგილს იკავებს.

უკვე ოთხშაბათს, ტურნირზე საკუთარი კვალის დასატოვებლად მზად იყო კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა პორტუგალიის კაპიტანმა ვერ გაიბრწყინა.

პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ 1-1 ითამაშა.

41 წლის რონალდუს თამაში არ იყო ისეთი, როგორსაც მისგან მიჩვეულები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დღეს ბევრი აკრიტიკებს. ფანების ნაწილი თვლის, რომ კრიშტიანუ თავისი ასაკიდან გამომდინარე, აღარ არის ფორმაში და ის ნაკრებს წარმატების მიღწევაში უშლის ხელს. ზოგიერთის აზრით, რონალდუ თვითონვე უნდა ხვდებოდეს, რომ ყველაფრის დასრულების დრო მოვიდა, თუმცა ფეხბურთელს უჭირს ამის აღიარება.

  • "პორტუგალიის ნაკრებს გოლები სჭირდება და არა რონალდუ", - წერენ ფანები.

პრემიერ ლიგის ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა პორტუგალიის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის გადაწყვეტილება, მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე დაეტოვებინა 41 წლის ფეხბურთელი.

"მას ეშინია რონალდუს მოედნიდან გაყვანა. რონალდუმ შეიძლება რომელიმე თამაშში გადამწყვეტი გოლი გაიტანოს, მაგრამ დღეს მისი თამაში არ იყო, თუმცა მწვრთნელს მისი მოედნიდან გაყვანის გამბედაობა არ აქვს", - ამბობს სატონი.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ უკვე 10 თამაშია რაც ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია.

  • როგორ ფიქრობთ, პორტუგალიის ნაკრებისთვის ამ ეტაპზე რონალდუ მართლაც ხელის შემშლელი ფაქტორია?