საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს.
"ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.