ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდეონ საარის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან კონტაქტებს წყვეტს.
გამოცემა Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნული შედარება გასულ თვეში მექსიკაში, მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
"ამიტომ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველანაირი კონტაქტი ქალბატონ კალასთან, ვიდრე არ უარყოფს ამ სისხლიან ცილისწამებას, რომელიც მან მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს და ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიის მისამართით გამოიყენა“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.