ავტორი:

ის ძალიან იაფია, მაგრამ მისი სარგებელი საოცარია: ეს მცენარე სახლში ჰაერს ყველაზე კარგად წმენდს!

ის ძალიან იაფია, მაგრამ მისი სარგებელი საოცარია: ეს მცენარე სახლში ჰაერს ყველაზე კარგად წმენდს!

ოთახის მცენარეები უმეტესად სილამაზისა და სიმყუდროვისთვის გვჭირდება, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბევრად უკეთ შეუძლია, ვიდრე ძვირადღირებულ ტექნიკას. გაიცანით ქლოროფიტუმი - ნამდვილი მწვანე "სუპერგმირი“, რომელიც თქვენს სახლში ჰაერის ხარისხს რადიკალურად შეცვლის და თან, თითქმის არაფერს მოითხოვს სანაცვლოდ.

ეს მცენარე ბოლო დროს ნამდვილ ჰიტად იქცა და მას ხშირად "ჰაერის ბუნებრივ ფილტრს“ უწოდებენ.

  • რატომ არის ქლოროფიტუმი ასეთი პოპულარული?

პასუხი მარტივია: ის წარმოუდგენლად გამძლეა! ქლოროფიტუმი იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ყვავილების მოვლა ავიწყდება ან ამ საქმეში გამოუცდელია.

წყალი დაგავიწყდათ? - არაუშავს, აიტანს. სახლში ცოტა შუქია? - ნახევრად დაჩრდილულ კუთხეშიც მშვენივრად იგრძნობს თავს. სწორედ ამიტომ, ბინების გარდა, მას ხშირად შეხვდებით ოფისებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში - იქაც კი, სადაც მისთვის სათუთად მოვლის დრო არავის აქვს.

  • როგორ მუშაობს ეს "ბუნებრივი ფილტრი“?

ამ მცენარის მთავარი საიდუმლო მის გრძელ, ფართო ფოთლებშია. ქლოროფიტუმი: აგროვებს მტვერს, ის ღრუბელივით ისრუტავს ჰაერში არსებულ მტვრის ნაწილაკებს.

ატენიანებს ჰაერს: მცენარე ბუნებრივად გამოყოფს ტენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა გათბობის გამო სახლში ჰაერი ძალიან შრება.

ებრძვის მავნე ნივთიერებებს: ის აქტიურად ასუფთავებს ოთახს ტოქსინებისგან.

  • ქლოროფიტუმის 5 მთავარი პლუსი

სუპერ-იაფია: მისი ყიდვა ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაშია შესაძლებელი.

მალე იზრდება: ძალიან სწრაფად იყრის ახალ ფოთლებს.

მრავლდება უმარტივესად: ზრდასრული მცენარე იკეთებს პატარა "ყლორტებს“ (ულვაშებს), რომლებსაც მოაჭრით, წყალში ჩადებთ და სულ რამდენიმე დღეში ახალი ქოთნის ყვავილი გექნებათ.

უხდება ნებისმიერ ინტერიერს: მისი ნათელი მწვანე (ხშირად თეთრზოლიანი) ფოთლები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

  • როგორ მოვუაროთ მას?

წესები იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც გაართმევს თავს:

  • მორწყეთ ზომიერად (როცა მიწა შეშრება).
  • დროდადრო ფოთლები ნესტიანი ტილოთი გაუწმინდეთ, რომ დაგროვილი მტვერი მოაშოროთ და ფილტრის ფუნქცია აღუდგეს.
  • წელიწადში ერთხელ, როცა ფესვები ქოთანს გაავსებს, შედარებით დიდ ჭურჭელში გადარგეთ.

მოკლედ, თუ გსურთ სახლში სუფთა, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი გქონდეთ და ამაში დიდი თანხები არ გადაყაროთ, ქლოროფიტუმი საუკეთესო არჩევანია!