19 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც უკვე მეექვსედ ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან.
19-21 ივნისს, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები სამი დღის განმავლობაში, ექვს პარალელურ სცენაზე შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს.
ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის - თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასა და მედიაზე, ქალთა ლიდერობასა და გენდერულ სამართლიანობაზე, ლიტერატურასა და მწერლობაზე, ომისა და ტრავმის ვიზუალურ თხრობაზე, ჯანდაცვაზე, არქიტექტურასა თუ ფილოსოფიაზე.
ფესტივალის დასახელება ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა თუ ხელოვანებს.
ფესტივალი შექმნილია მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლია. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მონაწილეთა სია, რომ ZEG-ზე შთაგონებას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იპოვის.
140-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან:
წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც:
ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, ALTA, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Global Technology Hub, Adjara Group, Honore, Fabrika, Arena Sports Bar, Flutter, Georgian Book Association, Chateau Mukhrani, Hendrick’s, TKT.GE
მედია მხარდამჭერები: BPN, AT.ge, Georgia Today, OK Magazine, What About Georgia
მეტი ინფორმაცია აქ: https://www.zegfest.com
სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up
მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok
R