ცხელი ამინდები გამოვიდა და სოციალურ ქსელში არა ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ადამიანები თბილისში ქვეწარმავლების გამოჩენის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვეუბნებიან, ისინი ოპერატიულად გადიან გამოძახების ადგილებზე და წელს, მაისის ჩათვლით, დაჭერილია 38 გველი.
რა სახეობის გველია გავრცელებული დღეს თბილისში, როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უშხამო ქვეწარმავალი, როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩაში გველის პოვნის შემთხვევაში? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი კოტე ფხაკაძე გვესაუბრება.
- ბატონო კოტე, ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომ თბილისში ძალიან მომრავლდნენ გველები..
- ეს პრობლემა ყოველ წელს დგება. საუბრობენ, რომ გველების მომრავლების პრობლემაა, მაგრამ პროცენტულობით რომ ავიღოთ, თბილისის მასშტაბით, ეს შემთხვევები ფიქსირდება, ძირითადად, გარეუბნებში. ეს ტერიტორია იყო ველური ბუნება და ელვის სისწრაფით იქ გაჩნდა ქალაქი. იქ შეიძლება გამოსაზამთრებლად ქვების ქვეშ გველი იყო ჩასული, ამოიღეს "კატლავანი" და გამოჩნდა გველი.
პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ გველების რაოდენობა მცირდება. გველი ბუნებაში ისედაც არის. ჩვენ სადაც ვსახლდებით, იქ დღეს თუ ვხედავთ იმ გველს, ხვალ აღარ იქნება ის რაოდენობა. პრობლემა არ არსებობს, რომ რაოდენობამ რაღაც ნორმას გადააჭარბოს...
- მაგალითად, ცინცაძის ქუჩაზე გადაღებული იყო გველის კადრები. იქ როგორ აღმოჩნდა, თუ მარტო ველურ ბუნებაში ბინადრობს?
- დიახ, თუ არ ვცდები, ავტოსადგომში რომ იპოვეს, ეგ იყო მცოცავ-მცურავი გველი. ეტყობა, მანამდე, მანქანა სადღაც დაუსახლებელ ადგილას იყო გასული, შესაძლოა, გველი შეძვრა მანქანაში... ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. მანქანა ბუნებაში ისეთ ადგილას უნდა გააჩერონ, რომ გველის შეძრომის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი - ბალახებში, ბუჩქებში არ უნდა გააჩერონ მანქანა...განაგრძეთ კითხვა