დიდ ბრიტანეთში მასწავლებელს, რომელმაც შვილად აყვანილ 13 თვის ჩვილზე სექსუალურად იძალადა და მოკლა, დღეს სასამართლომ უვადო პატიმრობა (შეწყალების უფლების გარეშე) მიუსაჯა.
37 წლის ჯეიმი ვარლი, სკოლის ყოფილი უფროსი მასწავლებელი, 2023 წლის ივლისში პრესტონ დეივიზე სექსუალური ძალადობის და მკვლელობის გამო სიკვდილამდე ციხეში დარჩება. მის პარტნიორს, 32 წლის გაყიდვების მენეჯერ ჯონ მაკგოვან-ფაზაკერლის კი, რომელმაც პრესტონის სიკვდილში მონაწილეობა მიიღო, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პატარა პრესტონი დაბადებიდან ხუთი დღის შემდეგ საკუთარ ბიოლოგიურ დედას, მკვლელობისთვის მსჯავრდებულ სარა დეივის წაართვეს და მინდობით აღმზრდელებს გადასცეს. 9 თვის ასაკში ბავშვი ვარლიმ და მაკგოვან-ფაზაკერლიმ იშვილეს, რის შემდეგაც იგი ბლექპულში, მათ სახლში, საშინელი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"მე თქვენ არასოდეს გაპატიებთ, ჩემი სამყარო დასრულდა, წარმოუდგენელი ტკივილის განვიცდი, როდესაც იმაზე ვფიქრობ, თუ რა ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია ჩემს პატარას“.

განაჩენის გამოტანისას მოსამართლე მარკ ტერნერმა განაცხადა რომ , რომ პრესტონი “განუწყვეტელ ძალადობასა და უყურადღებობას განიცდიდა, სანამ ვარლი მას სექსუალური თავდასხმის დროს მოკლავდა".

პრესტონ დეივისი 2022 წლის ივნისში დაიბადა, იმ დროს როდესაც მისი დედა სარა დეივი ციხეში სასჯელს პენსიონერის სასტიკი მკვლელობისთვის იხდიდა. მან და კიდევ ერთმა თანამონაწილემ, ლიზა ჰილიმ 71 წლის ქალი სასტიკად აწამეს, თვალებში შამპუნი ჩაასხეს, დანით დასერეს და პირში საცობი ჩაუდეს.
სასამართლოზე სარამ გაიხსენა, რომ "მაშინ არჩევანი არ ჰქონდა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ, სიყვარულსა და მფარველობაში გაიზრდებოდა".
პრესტონი 2023 წლის 27 ივლისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვარლიმ მასზე ორჯერ სექსუალურად იძალადა. ამ დროს მისი პარტნიორი, ფინანსური ფირმის მენეჯერი მაკგოვან-ფაზაკერლი სამსახურში იმყოფებოდა. მოგვიანებით გეი წყვილმა ბავშვი “ბლექპულის ვიქტორიას“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები 50 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის რეანიმაციას. სიკვდილი საღამოს 7:18 საათზე დაფიქსირდა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოახერხეს ამ პიროვნებებმა თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიების განხორციელება და ჩვილისთვის ზიანის მიყენება სოციალური მუშაკების ცხვირწინ, მაშინ როდესაც შვილად აყვანის პროცესი იურიდიულად ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

სასამართლოში ასევე წაიკითხეს პრესტონის ბიოლოგიური მამის, 43 წლის გარი ნოლანის განცხადება, რომელიც კრიმინალი და ნარკოდამოკიდებულია და შვილი თვალით არასოდეს უნახავს.
მოსამართლის ვარაუდით მომხდარში თავის როლი ვარლის, როგორც პროფესონალი მასწავლებლის გამოცდილებამაც ითამაშა, რომელმაც შეძლო დაერწმუნებინა სოციალური მუშაკები, რომ ყველაფერ წესრიგში იყო მაშინ როდესაც სინამდვილეში სრულიად საპირისპირო ხდებოდა.