ავტორი:

3 წლის ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს: დაკავებულია 30 წლის მამაკაცი - ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაული

3 წლის ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს: დაკავებულია 30 წლის მამაკაცი - ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაული

დიდი ბრიტანეთის ზოოპარკში 3 წლის ბიჭი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს. ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კი 30 წლის მამაკაცია დაკავებული.

18 ივნისს დაახლოებით დღის 1:30 საათზე, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ჰანტინგდონში მდებარე ზოოპარკში (Johnsons of Old Hurst) ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩავარდა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ბიჭუნა “ადენბრუკის საავადმყოფოში“ გადაიყვანეს. პოლიციის წარმომადგენლები მომხდარს "კრიტიკულ ინციდენტად" აფასებს.

დეტექტივები იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებიც ამ შემზარავი შემთხვევის დროს ზოოპარკში იმყოფებოდნენ. დეტექტივ-ინსპექტორი ვერიტი მაკკენიის თქმით, “დაკავებული მამაკაცი და ბავშვი ერთმანეთს არ იცნობდნენ“.

“საქმე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას ეხება, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, თავი შეიკავონ ინტერნეტში ვარაუდების გამოთქმისგან. პოლიცია დამატებით ინფორმაციას დროულად მოგვაწვდის. ჩემი ფიქრები ამ უმძიმეს და ტრავმულ პერიოდში პატარა მსხვერპლსა და მის ოჯახთანაა" - განაცხადა ადგილობრივმა პარლამენტის წევრმა, ბენ ობესე-ჯექტიმ.

კემბრიჯშირში მდებარე “ჯონსონის ზოოპარკი“, რომელიც ადრე კერძო ფერმას წარმოადგენდა ოჯახებისთვის პოპულარულ გასართობ ადგილს წარმოადგენს, სადაც დამთვალიერებელს ლომების, ბენგალური ვეფხვების და ნიანგების ნახვაც კი შეუძლიათ.

წყარო