ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში სოცქსელები ბავშვებისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამასწინათ ალისამ მოიპოვა სოფოს საბანკო ბარათის მონაცემები, შევიდა საიტებზე და უამრავი სათამაშო იყიდა. ასევე საჩუქრები სოფოსთვის, ჩემთვის, ბებიებისთვის და სხვა ნათესავებისთვის. მოკლედ სოფოს ბარათზე არსებული მთელი თანხა გაუხარჯა.
ამას იმიტომ ვყვები, რომ ავსტრალიაში და ბრიტანეთში აკრძალეს 16 წლამდე ბავშვების სოციალურ ქსელებში შესვლა. დამტკიცებულია, რომ სოც. ქსელების გამო ბავშვებს გაბნეული აქვთ ყურადღება, ვეღარ ასრულებენ საშინაო დავალებებს და უფრო მეტიც, ბევრი შემთხვევა ყოფილა ბავშვების თვითმკვლელობის.
საქართველოში დიქტატურა კრძალავს უფროსების სოც. ქსელებში აქტიურობას. ამათ როგორც კი მოვაშორებთ, სხვა საქმეებთან ერთად უნდა მოვხსნათ ზრდასრულთათვის აკრძალვები და ასევე მივმართოთ ანგლოსაქსების მაგალითს და ჩავუკეტოთ ბავშვებს სოც. ქსელები, დავიცვათ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. მაინტერესებს სხვა მშობლების მოსაზრება ამ თემაზე მადლობელი ვიქნები თუ აქ დაპოსტავთ" - წერს სააკაშვილი, რომელსაც კომენტარებში სოფო ნიჟარაძე პასუხობს:
"ეგ ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო, რადგან მიბმული მქონდა ბარათი და ვერ შევაფასე სათანადოდ, რომ თურმე შეეძლო უპრობლემოდ გამოეყენებინა.რაც შეეხება ინიციატივას, აჯობებს ალისამ არ გაგიგოს".
წაიკითხეთ ასევე: