ავტორი:

საქართველოში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსი: "ასევე სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

საქართველოში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსი: "ასევე სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

საქართველოში ახლა სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები - ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი. ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

  • მისივე თქმით, ძირითადი სიმპტომებია: ხველა და ცემინება, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, სურდო და ყელის ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, მძიმე ფორმებისას კუნთების ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში ასევე ფიქსირდება კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

„თუ შევაჯამებთ ახლა რა ხდება საქართველოში, საქართველოში ახლა სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები - ადამიანის მეტაპნევმოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ასევე ადენოვირუსი. ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც მიმართვა განპირობებული იყო არამძიმე ფილტვების ანთებით, ფიქსირდებოდა „ბ“ ტიპის გრიპის შემთხვევები. სტაციონარებში მძიმე მწვავე რესპირაციული ვირუსის უკან ფიქსირდება არა გრიპის, არამედ კორონავირუსის შემთხვევები. არ არის მომართვა გაზრდილი, ან მომატებული. მომართვა თანდათან შემცირებისკენ მიდის. მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში მომართვა კიდევ უფრო შემცირდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

როგორც უკვე აღვნიშნე, სტაციონარებში დაავადების უფრო მძიმე მიმდინარებისას კორონავირუსი დაფიქსირდა. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ მიუთითებს, რომ კორონავირუსის არსებობს“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.