წლების წინ პროგრამისტები მხოლოდ ტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და უზარმაზარ კორპორაციებში ისხდნენ. დღეს კი თუნდაც პატარა ონლაინ მაღაზიის ან ლოგისტიკური კომპანიის წარმატება გამართული ციფრული სისტემების გარეშე წარმოუდგენელია. ბიზნესები, რომლებიც ვერ ახერხებენ დიგიტალიზაციას, უბრალოდ ქრებიან. გაციფრულებას კი მუდმივად სჭირდება ადამიანი, რომელიც კოდს დაწერს, სისტემას გამართავს და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ გარემოს შექმნის.
მითი ხელოვნური ინტელექტის შესახებ
ალბათ, გაგიგიათ შიშნარევი საუბარი იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ჩაანაცვლებს პროგრამისტებს და არა მხოლოდ მათ. რეალობა კი სრულიად სხვაგვარია. ტექნოლოგიური პროგრესი არასდროს ანადგურებს ინდუსტრიას, ის უბრალოდ გარდაქმნის მას. AI-მ მართლაც გადაიბარა რუტინული საქმეები, მაგრამ სამაგიეროდ გააჩინა სრულიად ახალი შესაძლებლობები. დღეს საჭიროა ადამიანები, რომლებიც შექმნიან და მართავენ თავად ამ ხელოვნურ ინტელექტს. ინოვაცია არ აჩერებს IT-ს, ის მას უფრო საინტერესოს მასშტაბურს ხდის.
კიბერუსაფრთხოების აუცილებლობა
რაც უფრო მეტად ვიყენებთ ციფრულ შესაძლებლობებს, მით უფრო დაუცველები ვართ კიბერსაფრთხეების წინაშე. ერთი ჰაკერული შეტევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ნაშენები საქმე გაფუჭდეს. სწორედ ამიტომ, სანამ ინტერნეტი იარსებებს, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება.
თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც IT სპეციალისტებზე მოთხოვნას განსაზღვრავს. სწორად უნდა შეარჩიოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულად თანამედროვეობის მოთხოვნებზეა მორგებული.
BTU-ს IT პროგრამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებულია. სტუდენტები პირველივე სემესტრიდან სწავლობენ ისეთ ძირითად და მნიშვნელოვან საგნებს, როგორიცაა: პროგრამირების საწყისები (Python), კომპიუტერული ქსელები, კომპიუტერის სისტემური პროგრამები, ოპერაციული სისტემა და სხვა. აღნიშნული საგნები სტუდენტებს აძლევს შესაბამის ცოდნასა და პირველივე კურსიდან დასაქმების შესაძლებლობას.
BTU-ს ჰყავს 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანია. BTU სტუდენტებს აღნიშნულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებსა და ვაკანსიებს, ასევე იმართება დასაქმების ფორუმები, Job Shadowing პროგრამები და სხვადასხვა აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლება საერთაშორისო სტანდარტებით, უნივერსიტეტს აქვს ისეთი ძლიერი აკადემიური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე და სხვა.
გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა „ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.
სურვილისამებრ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ და სიღრმისეულად შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც, რის შედეგადაც ისინი მზად იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
R