ავტორი:

შაკირამ ახალი სიყვარული იპოვა? - პაპარაცებმა ის ცნობილ მსახიობთან ერთად, სასტუმროს დატოვებისას აღბეჭდეს (ფოტოები)

შაკირამ ახალი სიყვარული იპოვა? - პაპარაცებმა ის ცნობილ მსახიობთან ერთად, სასტუმროს დატოვებისას აღბეჭდეს (ფოტოები)

მომღერალ შაკირასა და მსახიობ მანუელ გარსია-რულფოს შორის შესაძლო რომანის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ლოს-ანჯელესში ერთად შენიშნეს.

  • Page Six-ის პაპარაცებმა შაკირა და სერიალ "ლინკოლნის ადვოკატის“ ვარსკვლავი დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე "სანსეტ თაუერ ჰოტელის“ დატოვებისას დააფიქსირეს. ისინი მანქანის მოლოდინში საუბრობდნენ, იღიმოდნენ და სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს.

ფოტოების მიხედვით, მანქანის მისვლის შემდეგ მანუელ გარსია-რულფომ შაკირას კარი გაუღო, რის შემდეგაც მომღერალი მგზავრის სავარძელზე დაჯდა, თავად მსახიობი კი საჭესთან მოთავსდა.

მათი ერთობლივი გამოჩენის შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი გავრცელდა. ბევრმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ შაკირა და გარსია-რულფო შესაფერისი წყვილია, თუმცა ამ ეტაპზე მათი ურთიერთობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

  • შაკირა 2010 წელს ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკეს შეხვდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - მილანი და საშა. მათი ურთიერთობა 2022 წელს დასრულდა, მას შემდეგ, რაც მედიაში პიკეს ღალატის შესახებ გავრცელდა ცნობები.

ბოლო წლებში შაკირას სახელს სხვადასხვა ცნობილ მამაკაცთანაც აკავშირებდნენ, მათ შორის NBA-ის ვარსკვლავ ჯიმი ბატლერთან, ფორმულა 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონთან და მსახიობ ლუსიენ ლავისკონტთან.

რაც შეეხება მანუელ გარსია-რულფოს, დასავლური მედიის ცნობით, ის ბოლოს ოდრი მაკგროუს ხვდებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი 2026 წლის დასაწყისში დაშორდა. ამ დროისთვის არც შაკირას და არც გარსია-რულფოს ახალი ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

წყარო