ავტორი:

ირანელ მუსიკოსს, ჰიჯაბის გარეშე შესრულებული სიმღერის გამო 74-ჯერ გაროზგვა მიუსაჯეს

ირანელ მუსიკოსს, ჰიჯაბის გარეშე შესრულებული სიმღერის გამო 74-ჯერ გაროზგვა მიუსაჯეს

ირანელ მუსიკოსს ჰიჯაბის გარეშე შესრულებული პატრიოტული სიმღერის გამო, 74-ჯერ გაროზგვა მიუსაჯეს. "გარდიანის“ ინფორმაციით, 29 წლის პარასტუ აჰმადი და მისი გუნდის წევრები 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.

საქმე ეხება აჰმადის მიერ პირდაპირ ეთერში შესრულებულ სიმღერას. მომღერალმა პატრიოტულ მოტივებზე სიმღერა ჰიჯაბის გარეშე იმღერა.

ირანში ჰიჯაბი ქალების ჩაცმულობის მკაცრი რელიგიური ნორმის ნაწილია და მისი დარღვევა ხშირად სამართლებრივ რეაგირებას იწვევს.

  • გავრცელებული ცნობებით, ვიდეოს, რომელმაც YouTube-ზე მილიონობით ნახვა დააგროვა, ხელისუფლების მხრიდან გამოძიება და საქმის აღძვრა მოჰყვა. მუსიკოსს არა მხოლოდ ფიზიკური სასჯელი, არამედ 2 წლით ქვეყნის დატოვება და მუსიკალურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაც აეკრძალა.

ადამიანის უფლებების ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ ირანში მსგავსი საქმეები უფრო ფართო რეპრესიების ნაწილია და არაერთი მუსიკოსი და აქტივისტი მსგავსი ბრალდებებით უკვე დასაჯეს.

მედიის ცნობით, 2025 წლის მარტში კიდევ ერთ მომღერალს, მეჰდი იარაჰის, 74-ჯერ გაშოლტვა მიესაჯა მსგავსი შინაარსის მუსიკალური ნაწარმოების გამო.

უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდა, რასაც თან ახლდა მასობრივი დაკავებები, ინტერნეტის შეზღუდვები და ძალადობის შემთხვევები.

წყარო