არგენტინელმა ტელეწამყვანმა, რომელმაც ლიონელ მესის მამის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, საჯაროდ მოიხადა ბოდიში და სამსახური დატოვა.
მალევე გაირკვა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო. მესის ოჯახმა ოფიციალურადაც განაცხადა, რომ ხორხე მესი ცოცხალია, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

შემთხვევის შემდეგ ფლორენსია პენიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღნიშნა: "ბოდიშს ვუხდი მესის ოჯახს იმ საშინელი მომენტისთვის. ძალიან მრცხვენია, რომ ამ ტკივილის მიზეზი ვიყავი“.

არხმაც ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ღრმად ვწუხვართ გადაცემის ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენი არხისთვის, სათანადო წინასწარი გადამოწმების გარეშე მგრძნობიარე ინფორმაციის გადაცემა მიუღებელია“.
მესის ოჯახმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და განაცხადეს: "ნებისმიერი ვერსია, განცხადება ან ინფორმაცია, რომელიც არ მოდის თავად ოჯახიდან, არ უნდა ჩაითვალოს სიმართლედ“.
