ავტორი:

ცნობილია, სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზა - 2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ცნობილია, სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზა - 2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 აგვისტოს სრულდება.

  • უწყების ინფორმაციით, მე-4 ლოტი მოიცავს დაახლოებით, 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს.

აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს...განაგრძეთ კითხვა