გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ამის შემდეგ გოგონა თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამწუხარო ამბავს ემიგრანტი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი შოთა სიხარულიძე გამოეხმაურა. ის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ლილეს მშობლებმა შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.