ავტორი:

ალდაგის შეთავაზება ახალი ტოიოტას და ლექსუსის მფლობელებს

ალდაგის შეთავაზება ახალი ტოიოტას და ლექსუსის მფლობელებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალი ტოიოტასა და ლექსუსის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მომხმარებლები, რომლებიც ახალ ავტომობილს ცენტრში შეიძენენ და ალდაგში დააზღვევენ, საჩუქრად შესაბამისი ცენტრის 700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებენ.

აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელიც 31 ივლისის ჩათვლით, ავტომობილს ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტაში, ტოიოტა ცენტრ ბათუმში ან ლექსუს თბილისში შეიძენს.

„ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, პრაქტიკული და ხელშესახები სარგებელიც შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ტოიოტასა და ლექსუსის პოტენციურ მფლობელებს მივეცით შესაძლებლობა, ავტომობილის დაზღვევისას საჩუქრად ავტორიზებული ცენტრების ვაუჩერები მიიღონ, რაც მათ დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს,“ - აცხადებენ ალდაგში.ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ უსაფრთხოებას უნარჩუნებს და ისეთ ძირითად რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა, ასევე ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

R