ისრაელი და "ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით, 16:00 საათზე ამოქმედდა, - ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.
"ჰეზბოლა“ და ისრაელი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამერიკელმა და კატარელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება ირანის დახმარებით შეიმუშავეს.
"დღეს დილით ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელი და "ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში არიან“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.