ავტორი:

5 სოფელი საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს

5 სოფელი საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს

საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა, სადაც მუდმივად დასახლებული პუნქტები ზღვის დონიდან წარმოუდგენელ სიმაღლეებზე მდებარეობს.

აი, 5 ყველაზე მაღალი სოფელი საქართველოში (მუდმივი მოსახლეობით):

1. ბოჭორნა (თუშეთი) - 2 345 მეტრი

ბოჭორნა ოფიციალურად მიჩნეულია ევროპაში ყველაზე მაღალ მუდმივად დასახლებულ პუნქტად. სოფელში მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი (ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე) ცხოვრობს, რაც სოფელს ნასოფლარად ქცევისგან იცავს და ამ სტატუსს უნარჩუნებს.

2. უშგული (სვანეთი) - 2 100 - 2 200 მეტრი

უშგულის თემი სინამდვილეში 4 სოფლისგან (ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში) შედგება. დიდხანს სწორედ უშგული ითვლებოდა ევროპის უმაღლეს დასახლებად, სანამ ბოჭორნის სტატუსი ოფიციალურად არ დადასტურდებოდა. უშგული გამორჩეულია იმით, რომ ბოჭორნისგან განსხვავებით, აქ ზამთარშიც ათეულობით ოჯახი მუდმივად ცხოვრობს.

3. ჯუთა - 2150 მ

სოფელი მდებარეობს საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში. განლაგებულაი ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი.

4. ფოკა - 2 080 მ

სოფელი მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. სიმაღლის გამო ზამთარი აქ ძალიან მკაცრი და ხანგრძლივია, თუმცა მოსახლეობა მრავალრიცხოვანია.

5. ომალო - 1880 მ

სოფელი მდებარეობს თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე პირიქითი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: დანო, დართლო, დოჭუ, კვავლო, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ჩიღო, წარო, ხახაბო, ხისო და სხვ.). ახმეტიდან 90 კილომეტრი. თუშეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.