ავტორი:

“ირანი მზადაა ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად“ - ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო

“ირანი მზადაა ომის გასაგრძელებლად, ასევე, მის დასასრულებლად“ - ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო

ირანი მზადაა ომის როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე მის დასასრულებლად, - ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ალი ზეინივანდმა განაცხადა.

„თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მტერს კიდევ ერთ ისტორიულ მარცხს მიაყენებს“, - აღნიშნა ზეინივანდმა.

მისივე თქმით, ირანი ასევე მზადაა ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარების დასაჩქარებლად, თუ პირობები ამის საშუალებას მისცემს.

ალი ზეინივანდის მტკიცებით, ქვეყანამ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, წინსვლის გზები მაინც იპოვა.