ავტორი:

მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ხეხილი - ძლიერი სეტყვა და ქარი ახმეტაში

მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ხეხილი - ძლიერი სეტყვა და ქარი ახმეტაში

სეტყვა იყო კახეთში. სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

პანკისის ხეობაში დასეტყვილია საკარმოდამო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით, 15 წუთს გრძელდებოდა, რამაც სასოფლო სამეურნო სავარგულები გაანადგურა და სახურავები დააზიანა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი,ინფორმაციით, ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს და შედეგების დაზუსტების შემდეგ გადაწყდება როგორ დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.