ფილარმონიიდან პარლამენტამდე ყოველკვირეული მარში მიმდინარეობს.
დღევანდელი მარში ე.წ. გავრილოვის ღამის 7 წლისთავს ეძღვნება ლოზუნგით: „გვახსოვს გავრილოვის ღამე“. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.
მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.