ავტორი:

"ჩემი რეიტინგი თქვენი საქმე არ არის, ჯობია თქვენსაზე ფოკუსირდეთ" - ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს

"ჩემი რეიტინგი თქვენი საქმე არ არის, ჯობია თქვენსაზე ფოკუსირდეთ" - ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპს

ჩემი რეიტინგი თქვენი საქმე არ არის, ჯობია თქვენსაზე ფოკუსირდეთ,- ასე პასუხობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს.

"ჩემი პასუხი ჩემს შესახებ დონალდ ტრამპის ბოლო პოსტზე. მაგრამ ამ თემას არ დავუბრუნდები, ვინაიდან ჯერ კიდევ მჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მჯერა, რომ ეს შოუ ჩვენს ამოცანებს შეესაბამება.

პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, თქვენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამეხმარა, და ის არცაა დამოკიდებული თქვენთან ურთიერთობებზე. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს შესაძლებლობაზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები და მუდმივად მხოლოდ ამას ვაკეთებდი.

სწორედ ეს გავაკეთე იტალიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით, და რომლებიც არ დაირღვევა სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ. იტალია ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი რეიტინგი თქვენი საქმე არ არის. გირჩევთ თქვენსაზე ფოკუსირდეთ” - წერს მელონი.