ავტორი:

ოქტაგონის ახალი ქართველი ვარსკვლავი - ლევან ჩოხელმა UFC-ის სადებიუტო ბრძოლა ნოკაუტით მოიგო (ვიდეო)

ოქტაგონის ახალი ქართველი ვარსკვლავი - ლევან ჩოხელმა UFC-ის სადებიუტო ბრძოლა ნოკაუტით მოიგო (ვიდეო)

UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა ლევან ჩოხელმა.

ქართველმა მებრძოლმა მეტოქე, ლეონ შაჰბაზიანი 22 წამში დაანოკაუტა.

"დიდი ხანია, რაც UFC-ის გარეთ ვარ, მაგრამ ჩემი უნარები აქაურობას შეესაბამება. მადლობა UFC-ის და მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის.

მჯეროდა, უკეთესადაც შემეძლო, მე ვიცოდი ეს. ამის გაკეთება რეიტინგებს მიღმა მყოფ მებრძოლებთან კი არ შემიძლია, ამის გაკეთება ტოპ 10-ის და ტოპ 15-ის მებრძოლებთანაც შემიძლია", - თქვა ჩოხელმა ბრძოლის შემდეგ.

  • ცნობისთვის, ჩოხელს MMA-ს კარიერაში 18 ბრძოლიდან 15 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 12 კი ნოკაუტით. ჩოხელი ნახევრად საშუალო წონით კატეგორიაში ასპარეზობს, სადაც ამ ეტაპზე ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

სადებიუტო ბრძოლა გამართა ასევე ოთარ თანზილოვმა, თუმცა სამწუხაროდ, შეინ კოლინსთან, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.