დღეს შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები შვეიცარიაში უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებები გაიმართება იმის მიუხედავად, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმების მიზეზით.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კვირა დილით ადრე ჩავიდა შვეიცარიაში. მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყება. პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მოლაპარაკებებში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, ფელდმარშალი, ასიმ მუნირი.
ვენსმა თქვა, რომ იმედოვნებს პროგრესის მიღწევას "ბირთვულ საკითხზე“ და "ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, კი მისი ქვეყანა "მოითხოვს, მეორე მხარემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“.
ამ კვირის დასაწყისში აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საწყის შეთანხმებას, რომლის მიზანია ომის დასრულება, მათ შორის ლიბანში მიმდინარე კონფლიქტისაც. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შემდგომ მოლაპარაკებებს, რათა მომდევნო 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმება გაფორმდეს.