ავტორი:

"ვისურვებდი, ყველა გოგოს ვისაც უყვარს მზის რუტინა, მისი შეძენის ფინანსური რესურსი ჰქონდეს... შიმერიანები პოლიტიკაში კი არა, თუ გინდათ ომში წადით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"ვისურვებდი, ყველა გოგოს ვისაც უყვარს მზის რუტინა, მისი შეძენის ფინანსური რესურსი ჰქონდეს... შიმერიანები პოლიტიკაში კი არა, თუ გინდათ ომში წადით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

უქმეებზე სოციალურ ქსელში განხილვის თემად პოლიტიკა და ე.წ. შიმერი იქცა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატურას ასე გამოეხმაურა:

"პარტიის თავმჯდომარეობა და შიმერიანი რუჯის ინფლუენსერობა, ორი სხვადასხვა საქმეა. ყველამ თავის კვადრატში იმოძრავეთ, თქვენი ჭირიმე და გაგვანებეთ თავი ჩვენ.

დაიღალა ეს ქვეყანა ეგომანიაკებით", - დაწერა იდა ბახტურიძემ.

ამ პოსტს არაერთი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა და მას პოსტის ადრესატიც გამოეხმაურა.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:

"ქალთა “უფლებების დამცველი” იდა ბახტურიძე ფიქრობს, რომ შიმერიანი ქალის ადგილი პოლიტიკაში არაა.

რა არის შიმერი? თავის მოვლის საშუალებაა და ვისურვებდი, ყველა გოგოს ვისაც უყვარს მზის რუტინა, მისი შეძენის ფინანსური რესურსი ჰქონდეს.

შიმერიანები პოლიტიკაში კი არა, თუ გინდათ ომში წადით. გახსოვთ ალბათ უკრაინელი მოდელები ფრონტის წინა ხაზზე. იქ რომ იდასნაირები აზრის შემქმნელებად არ ითვლებიან, ამიტომაცაა, რომ ამდენი ხანია ომს არ აგებენ.

ასეთმა მიდგომებმა შეაძულა ამ ქვეყანას ენჯეოც და უფლებების დაცვა სალანძღავი სიტყვა გახადა. ქალს თავის მოვლისთვის აბულინგებდე, ნიშნავს მანამდე ყველას უფლებას ფარისევლურად, მხოლოდ გრანტებისთვის იცავდი.

ყველა ქალს შიმერი, დღის რუტინა, თავის მოვლის საშუალება, რუჯის განწყობა უნდა ჰქონდეს და სურვილი და ენერგია, პარალელურად ის აკეთონ რაც უნდათ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.