ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩში ნავთობის ტერმინალს ხანძარი გაუჩნდა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონებით თავდასხმა დაადასტურა ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმაც და აღნიშნა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.
ასევე, რაზვოჟაევმა სევასტოპოლში საჰაერო განგაშის შესახებ გამოაცხადა.