ავტორი:

"მინდვრის სრულად გამოცვლა კანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა აუცილებელი" - "დინამო თბილისი" ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს

"მინდვრის სრულად გამოცვლა კანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა აუცილებელი" - "დინამო თბილისი" ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს

ცნობილი ხდება, რომ "დინამო თბილისი" ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს, რადგან მოედანზე მინდვრის საფარი სრულად უნდა გამოცვალონ. საფარის გამოცვლა კი ქანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team აქვეყნებს.

"დინამო თბილისი ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს

კონფერენს ლიგის პირველი ტურის მატჩს დინამო თბილისი, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

მიზეზი დინამო არენაზე მინდვრის სრულად გამოცვლაა, რომელიც კანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა აუცილებელი.

პირველი ეტაპის წარმატებით დაძლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დინამო თბილისი ვერც მეორე ეტაპის მატჩს უმასპინძლებს საკუთარ მოედანზე

დინამო თბილისი საშინაო მატჩს ლუქსემბურგის მონდორფის წინააღმდეგ 16 ივლისს გამართავს", - წერს Geo Team.