თბილისში, დიდუბეში, ტრაგედია დატრიალდა. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისსავე კაბინას დაეცა.
დაიღუპა ამავე ავტომობილის მძღოლი.
“პატრულმა დაგვირეკა და გაგვაგებინა. ვიცნობდი, უბრალოდ. გარდაიცვალა 35 წლის საოცარი ადამიანი, სხვა არაფერი ვიცი.
მუშაობდა და კომპანიამ გაუშვა - რეისს ასრულებდა. როგორც ჩანს, ძლიერი მუხრუჭის ფონზე მოხდა - გამოძიება იტყვის”, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი "ინტერპრესნიუსთან".
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F4037768156353518%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.