ავტორი:

"ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ" - ისრაელ კაცი

"ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ" - ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმ განაცხადა.

"ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებისთვის საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, "ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომელიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავს“.

  • მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

"ამ დებულებების, განსაკუთრებით პირველი პუნქტის [ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში] შესრულების გარეშე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ფაზაში ჩართვა შეუძლებელია“, - აღნიშნა ბაღაიმ.