ბრიტანული გამოცემა Daily Mail ესაუბრა ქალს, რომელიც აცხადებს, რომ მას სახლების სულებისგან გაწმენდა შეუძლია. ემა ლავჰარტი მკითხველსაც ასწავლის იმ ნიშნების შესახებ, რაც ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს სახლში უხილავი "სტუმარი" იმყოფება.
"15 წლის წინ მოხდა რაღაც, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე წინათგრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ქალიშვილი ავარიაში მოჰყვებოდა. ჩემი განცდები იმდენად რეალური იყო, რომ ვერ შევძელი მათი იგნორირება და შვებულებაში წასვლა გადავდეთ."- ჰყვება გამოცემასთან ემა ლავჰარტი.

"როგორც კი გავაცნობიერე, რომ ეს სამყაროსგან ნიშანი იყო, სხვა ამბებიც გადამხდა თავს, მათ შორის, სხვადასხვა სახლის მონახულებისას ვგრძნობდი, იქ სული თუ იმყოფებოდა. ეს იმდენად ხშირი გახდა, რომ სამსახური მივატოვე, რათა სახლის განწმენდის სამუშაო შემესრულებინა. დისტანციურადაც შემიძლია სახლის ენერგია შევიგრძნო, ასევე ვხვდები, არის თუ არა იქ სული, სახლს ვწმენდ და სრულიად გარდავქმნი მის ენერგიას. დღემდე 1000-მდე სახლი განვკურნე და ახლა გეტყვით 6 ნიშანს იმისა, რომ მიხვდეთ, არის თუ არა თქვენს სახლში სული."
კვამლის სუნი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. როცა ადამიანები პირველად შედიან სახლში, ფიქრობენ რომ იქ კვამლის ან თამბაქოს სუნი წინა მფლობელისგან დარჩა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი აღმოაჩენს, რომ ხალიჩების და ფარდების შეცვლის მიუხედავად, სუნი კიდევ უფრო მძაფრი ხდება. სავარაუდოა, რომ ყოფილი მცხოვრების სული კვლავ სახლშია და კვამლის სუნი ოთახის კონკრეტულ ადგილას ყველაზე მძაფრი იქნება, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ისინი ადრე ისხდნენ და ეწეოდნენ. აგრეთვე ხშირია ლავანდის სუნი, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებთან ასოცირდება. მას შემდეგ, რაც სახლის განწმენდას ვატარებ, სუნი ყოველთვის ქრება.
ყველას გვაქვს უიღბლო მომენტები, მაგრამ თუ ყველაფერი ცუდად მიდის - სამსახურში, ურთიერთობებში, ფინანსებში, და თუ თქვენ ამ უიღბლობას სახლში გადასვლის პერიოდიდან განიცდით, შესაძლოა სხვა რამესთან გვქონდეს საქმე. ამგვარ შემთხვევაში, შესაძლოა თავს სახლში ცუდად გრძნობდეთ და იქ გადასვლასაც კი ნანობდეთ.
თუ თავს სახლში ცუდად გრძნობთ, მაგრამ გარეთ გასვლისთანავე თქვენი განწყობა უმჯობესდება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს სახლში სულია ჩარჩენილი. არიან არსებები, რომლებიც "გაჭედილები" არიან ჩვენს სამყაროსა და საიქიოს შორის და ხშირად თვითონაც ვერ ხვდებიან ამას. მათ კავშირი აქვთ კონკრეტულ სახლთან ან მიწასთან და სჭირდებათ დარწმუნება, რომ წასვლის დროა.
კლიენტებისგან ხშირად მესმის თბილ სახლში უჩვეულოდ ცივი ადგილების არსებობის შესახებ. ეს ძირითადად ერთ კონკრეტულ წერტილში ხდება: შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი, თუმცა ძალიან ხშირად ესაა საცხოვრებელი ოთახის ის წერტილი, სადაც ვიღაც იჯდა ხოლმე.

კარების მიჯახუნება, ნაბიჯების ხმა, ბრახუნი და კაკუნი - ეს ხმები ხშირია ჩემი კლიენტების ცხოვრებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ხმები დღის ან ღამის კონკრეტულ დროს ისმის. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად გრძნობს, რომ სახლში კიდევ ვიღაც არის და დადის ოთახებში. ხშირია აგრეთვე ელექტრული ჩარევაც. სულებს ელექტროენერგიის გამოყენება და მისი საშუალებით კომუნიკაცია შეუძლიათ.
პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები გაცილებით მგრძნობიარეები და ინტუიციურები არიან, ვიდრე ზრდასრულები. კლიენტები მეუბნებიან, რომ მათი ძაღლი მოულოდნელად კედელზე ან ოთახის კუთხეში ყეფას იწყებს, ან რომ ისინი გარკვეულ ოთახებში არ შედიან. როცა საქმე ბავშვებს ეხება, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ოთახში რაღაცას ხედავენ და ამას იმდენად დეტალურად აღწერენ, რომ ამის მოგონება შეუძლებელია.

იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩამოთვლილი ნიშანი საგანგაშოდ ჟღერს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ სულებს არ სურთ თქვენი შეშინება, ან ტკივილის მოყენება. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩიხში არიან და შესაძლოა, იქ ასობით წლის განმავლობაში შემორჩნენ, მათ დახმარება სჭირდებათ, რომ გზა განაგრძონ.
წყარო: www.dailymail.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა