ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა, 194 წლის კუ ჯონათანმა გინესის რეკორდების უმაღლესი ჯილდო მიიღო - გაიგეთ დედამიწის უძველესი ბინადრის საიდუმლო

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა, 194 წლის კუ ჯონათანმა გინესის რეკორდების უმაღლესი ჯილდო მიიღო - გაიგეთ დედამიწის უძველესი ბინადრის საიდუმლო

ის ნელია, მშვიდი და დროსთან ბრძოლაში მუდმივად იმარჯვებს. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ხმელეთის ცხოველი, 194 წლის კუ, სახელად ჯონათანი, გინესის მსოფლიო რეკორდების პრესტიჟული ICON-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

  • ჯონათანი, რომელიც სეიშელის გიგანტური კუა, 1832 წელს დაიბადა. ის არა მხოლოდ დღეს მცხოვრები უხუცესი ბინადარია, არამედ ყველაზე ხანდაზმული კუა მათ შორის, ვინც კი ოდესმე აღრიცხულა.

ჯონათანი სამხრეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე მოშორებულ კუნძულ წმინდა ელენეზე ცხოვრობს. ის აქ 1882 წელს, 50 წლის ასაკში, სეიშელის კუნძულებიდან ჩამოიყვანეს, როგორც საჩუქარი ახალი გუბერნატორისთვის. მას შემდეგ ლეგენდარული რეპტილია გუბერნატორის ოფიციალურ რეზიდენციაში ბინადრობს და თავისი ცხოვრების განმავლობაში 31 გუბერნატორის მმართველობას მოესწრო.

„ჯონათანის აღიარება გინესის რეკორდების ხატად (ICON) დიდი სიხარულით მიიღო წმინდა ელენეს მოსახლეობამ“, - განაცხადა კუნძულის მოქმედმა გუბერნატორმა ნაიჯელ ფილიპსმა, რომელმაც 2022 წელს ოფიციალურად გამოაცხადა კუს დაბადების დღედ 1832 წლის 4 დეკემბერი.

  • ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეცნიერული ინტერესი

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ჯონათანს მხედველობა და ყნოსვა დაქვეითებული აქვს, ის მაინც ჯანმრთელია. მისი ფენომენალური სიცოცხლისუნარიანობა მეცნიერების ყურადღების ცენტრშიც მოექცა - ამჟამად მიმდინარეობს მისი დნმ-ის ანალიზი, რათა მკვლევრებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს მიაგნონ.

წყარო