ავტორი:

“კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება - მან სრული კრახი განიცადა“ - დონალდ ტრამპი

“კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება - მან სრული კრახი განიცადა“ - დონალდ ტრამპი

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში - იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (გახსენით ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი!). მას წარმატებებს ვუსურვებ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გამოცემა Observer-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, ხვალ კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს.