უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სიტუაცია დაძაბა მას შემდეგ, რაც მას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო “თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.
“ეს არის ის, რაც ორბანმა გააკეთა. ეს ცუდი ისტორიაა. მჯერა, რომ ეს ცუდად დასრულდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, პოლიტიკური დივიდენდების მიღება სიძულვილიდან შეუძლებელია, რადგან საბოლოოდ ეს ხალხებს შორის ცუდ ურთიერთობებს გამოიწვევს.