ავტორი:

5 რეგიონი საქართველოში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული

5 რეგიონი საქართველოში, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული

2026 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, თბილისის გამოკლებით (დედაქალაქში სიმჭიდროვე 2,715.7 კაცს შეადგენს 1 კვ.კმ-ზე), მოსახლეობის სიმჭიდროვის (1 კვ.კმ-ზე) მიხედვით რეგიონების ხუთეული ასე გამოიყურება:

1. აჭარა რეგიონებს შორის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქ მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 142.5 კაცს აღწევს.

2. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 76.8 კაცს შეადგენს.

3. მესამე ადგილს იკავებს შიდა ქართლი, სადაც 1 კვ.კმ-ზე მოსახლეობის კონცენტრაცია 72.5 კაცია.

4. მეოთხე პოზიციაზეა ქვემო ქართლი 68.4 კაცით.

5. ხუთეულს ასრულებს გურიის რეგიონი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 49.9 კაცია 1 კვ.კმ-ზე.

ცნობისთვის:

  • ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც სიმჭიდროვე მხოლოდ 6.4 კაცს შეადგენს.
  • საქართველოს საშუალო სიმჭიდროვე კი 68.9-ს შეადგენს.