ავტორი:

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა - “საქსტატი“ 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა - “საქსტატი“ 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი.

ამასთან, როგორც თოდრაძემ განაცხადა, 2014 წლის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით მონაცემი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი კაცით.