დეტექტივები მოზარდებისთვის - წიგნები, რომლებიც ბოლო გვერდამდე საიდუმლოში გამყოფებს

დეტექტივები მოზარდებისთვის - წიგნები, რომლებიც ბოლო გვერდამდე საიდუმლოში გამყოფებს

საინტერესო, საიდუმლოებით მოცული დეტექტივები ჩამთრევი სიუჟეტით ყველა თაობის მკითხველისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის, რომლებიც დროის დიდ ნაწილს მოკლე ვიდეოების ყურებაში, ეკრანთან ატარებენ და ხშირად უჭირთ ერთი თემის გარშემო კონცენტრირება.

ერთი მხრივ, ყურადღების მოკრებისთვის და მეორე მხრივ, სწრაფი ვიდეო კონტენტისგან განტვირთვისთვის დეტექტივი მოზარდისთვის იდეალური საშუალებაა.

როგორ ავარჩიოთ ისეთი დეტექტივი, რომელიც ახალი თაობისთვის მოსაწყენი არ იქნება და პირველივე გვერდებიდან ჩაითრევთ და სიამოვნებით წაიკითხავენ?

მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს სიუჟეტის სისხარტე და თავსატეხის სირთულე. დეტექტივები ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიურია და ადამიანის იდუმალი მხარის შესახებ გვიამბობს, ზოგში ნაჩვენებია, როგორ შეიძლება იქცეს მარტივი, ცხოვრებისეული სიტუაციები მძიმე დანაშაულის გამომწვევად, ზოგი კი თანამედროვე მეგაპოლისებში არსებულ კრიმინალურ ვითარებას ან მივარდნილ, ერთი შეხედვით მშვიდ ადგილებში გამეფებული ბოროტების შესახებ გვიამბობს.

არსებობს კლასიკური დეტექტივები - აგატა კრისტის, არტურ კონან დოილისა თუ ჟორჟ სიმენონის ავტორობით, რომლებიც ამ ჟანრის მოყვარულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წაკითხული და, არსებობს წიგნები, რომლებიც როგორც მოზარდებისთვის, ასევე უფროსი თაობის მკითხველისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.

სწორედ ასეთია ეს სამი წიგნი „პალიტრა L-ის“ ჯიბის დეტექტივის სერიიდან:

როს მაკდონალდი - შიში

ამერიკელი მწერლის, როს მაკდონალდის „შიში“ მოზარდებისთვის საუკეთესო არჩევანია, დაძაბული, აზარტული სიუჟეტის გამო. წიგნის სიუჟეტი ვითარდება ოთხმაგი მკვლელობის გარშემო. პირველ და ბოლო მკვლელობას შორის რამდენიმეწლიანი სხვაობაა, თუმცა ხელწერა და იარაღი - ერთი. სიუჟეტი იმდენად ოსტატურადაა განვითარებული, რომ მკვლელის ვინაობის გამოცნობა კვანძის გახსნამდე თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს სირთულე და ინტრიგა გაუღვიძებს მოზარდს ინტერესს, ბოლომდე წაიკითხოს წიგნი.

რეიმონდ ჩენდლერი - მშვიდობით ჩემო საყვარელო

სიუჟეტი აგებულია სრულიად ახალი ტიპის დეტექტივის, ფილიპ მარლოუს გარშემო, რომელიც რომანტიკოსი, სენტიმენტალური, თუმცა ზოგჯერ ცინიკოსია. არასდროს ღალატობს ღირსების კოდექსს და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ ეძებს თავგადასავლებს. მიუხედავად ამისა, ხიფათი თავად პოულობს მას. მარტის ერთ დღეს, როდესაც გადაწყვეტს, უცნობს შეახსენოს, რომ სასმლის ფული აქვს გადასახდელი, უცნაური ამბავი თავად იპოვის მას. მისი და უცნობის გზები ისევ გადაიკვეთება, როცა აღმოაჩენს, რომ ერთსა და იმავე ქალს ეძებენ.

რეიმონდ ჩენდლერი ცნობილია თავისი მეტაფორებითა და მახვილგონივრული რეპლიკებით. წიგნი მოზარდს ეხმარება, შეიყვაროს ლიტერატურა, რადგან კითხვის პროცესი იმდენად სწრაფი და სახალისოა, რომ ენობრივი ბარიერი ან მოსაწყენი აღწერები საერთოდ არ არსებობს. თითოეული დიალოგი ციტატებად გამოდგება.

დეშილ ჰემეთი - შუშის გასაღებ

„შუშის გასაღები“ მოგვითხრობს კორუმპირებული სენატორის შვილის მკვლელობაზე, რომლის გამოძიებასაც თავიდანვე შეგნებულად აფერხებენ. ამასობაში, საქმესთან დაკავშირებულ პერსონათა წრეს ვიღაც უგზავნის წერილებს, სადაც ამ მკვლელობაში ბრალს სდებს პოლ მედვიგს, ადგილობრივ კრიმინალ პოლიტიკოსს. ვინ შეიძლება იყოს ამ წერილების ავტორი? იქნებ, თავად პოლ მედვიგის ქალიშვილი?!

დაშიელ ჰემეტის „შუშის გასაღები“ ამ სამეულში ყველაზე რეალისტური და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური დეტექტივია. ჰემეტი თავად იყო პინკერტონის დეტექტიური სააგენტოს ნამდვილი გამომძიებელი, ამიტომ მან ყველაზე უკეთ იცოდა, როგორ მუშაობს კრიმინალური სამყარო შიგნიდან.

თუ წინა ორი წიგნი კერძო დეტექტივებზე იყო, აქ მთავარი გმირი, ნედ ბომონტი, პოლიტიკური ბოსის მარჯვენა ხელი და აზარტული მოთამაშეა.

ამ და სხვა საინტერესო დეტექტიური ნაწარმოებების აღმოსაჩენად ეწვიეთ გამომცემლობა პალიტრა L-ის ვებგვერდს.

R